Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ემუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ემუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის,  56-ე  მუხლის  მე-2  და  მე-3  ნაწილების,  57-ე  მუხლის,  63-ე  მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული    საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ემუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე  საგანმანათლებლო  ერთეულის  პროფესიული  განათლების ცენტრის დებულების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის  2024 წლის  08 ივლისის  N178/01-01 ბრძანებით დამტკიცებული   „სსიპ      - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  პროფესიული  საგანმანათლებლო  პროგრამის  დაგეგმვის, შემუშავების, დამტკიცების,  შეფასების,  განვითარების  და  პროფესიული  სტუდენტების ზღვრული რაოდენობის  განსაზღვრის  წესის“     მე-9  მუხლის  პირველი,  მე-2  და  მე-3 პუნქტების, სსიპ      - ივანე        ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული  განათლების  ცენტრის  ხელმძღვანელის    2025 წლის    04 სექტემბრის № 21669/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ახალი  პროფესიული  საგანმანათლებლო  პროგრამების დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2020 წლის 01 ივნისის N97/01-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანების   პირველი   პუნქტით   დამტკიცებული   პროფესიული   საგანმანათლებლო პროგრამა „ბუღალტრული   აღრიცხვა“   თბილისი,   ქუთაისი   ჩამოყალიბდეს   ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე    თანდართული    რედაქციით    „ბუღალტრული    აღრიცხვა“ თბილისი (დანართი N1).
ბ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „ბუღალტრული აღრიცხვა“ თბილისი, ქუთაისი ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით „ბუღალტრული აღრიცხვა“ ქუთაისი (დანართი N2).
გ)   ბრძანების   პირველი   პუნქტით   დამტკიცებული   პროფესიული   საგანმანათლებლო პროგრამა „საფინანსო სერვისები“ თბილისი, ქუთაისი ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით „საფინანსო სერვისები“ თბილისი (დანართი N3).
დ)  ბრძანების  პირველი  პუნქტით  დამტკიცებული  პროფესიული  საგანმანათლებლო პროგრამა „საფინანსო სერვისები“ თბილისი, ქუთაისი ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით „საფინანსო სერვისები“ ქუთაისი (დანართი N4);
ე) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „ღონისძიების ორგანიზება“ თბილისი, ქუთაისი ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით „ღონისძიების ორგანიზება“ თბილისი (დანართი N5).
ვ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „ღონისძიების ორგანიზება“ თბილისი, ქუთაისი ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით „ღონისძიების ორგანიზება“ ქუთაისი (დანართი N6).
ზ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „სკოლამდელი აღზრდა“ თბილისი, ქუთაისი ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით „სკოლამდელი აღზრდა“ თბილისი (დანართი N7).
თ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „სკოლამდელი აღზრდა“ თბილისი, ქუთაისი ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით „სკოლამდელი აღზრდა“ ქუთაისი (დანართი N8).
ი) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „საბიბლიოთეკო საქმე“ ქუთაისი ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით „საბიბლიოთეკო საქმე“ ქუთაისი (დანართი N9).
2. წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ამოქმედება მოხდეს 2025 წლის შემოდგომით პროფესიულ სტუდენტთა მიღების გამოცხადების დღიდან.
3. „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2020 წლის 01 ივნისის N97/01-01 ბრძანების პირველი პინქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებზე: („ბუღალტრული აღრიცხვა“, „სკოლამდელი აღზრდა“,
„საბიბლიოთეკო საქმე“, „საფინანსო სერვისები“,) 2025 წლამდე ჩარიცხულმა პროფესიულმა სტუდენტებმა სასწავლო პროცესი დაამთავრონ იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით რომელზეც განხორციელდა მათი ჩარიცხვა.
4.   ბრძანების   ყველასათვის   ხელმისაწვდომ   ადგილზე   განთავსების   უზრუნველყოფა და  შესაბამის  სტრუქტურულ  ერთეულებისთვის  მიწოდება  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 

 


რექტორი ჯაბა სამუშია